სტეფანჩუკს ზღვარსგადაცილებული განცხადებები ახასიათებს - ვოლსკი რადას თავმჯდომარეზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, გია ვოლსკის აზრით, რადას თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის განცხადებები ზღვარსგადაცილებულია და უნდა შეიცვალოს.

"არ არის ვიზიტი თვითმიზანი, ეს ერთი საკითხი და მეორეც, ასეთი ყოველგვარ ზღვარსგადაცილებული განცხადებები, რომლებიც ახასიათებს პარლამენტის თავმჯდომარეს, რადას ხელმძღვანელი მყავს მხედველობაში, რასაკვირველია გარკვეულწილად უნდა იყოს შეცვლილი. რიტორიკა მაინც უნდა იყოს შეცვლილი", - ამბობს გია ვოლსკი. 

მისი აზრით, უკრაინის ხელისუფლების წევრების განცხადებები პოლიტიკური დემარში და შეურაცხყოფაა.

სტეფანჩუკმა "ქართული ოცნება" ომის დაწყების შემდეგ არაერთხელ გააკრიტიკა. მან თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში ნეიტრალიტეტის შესახებ თბილისის პოზიციამ იმედი გაუცრუა. ბოლოს მან ბუჩაში ვიზიტზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას შოთა რუსთაველის სიტყვებით უპასუხა და თქვა, რომ მეგობრებმა ეს მოწვევის გარეშეც უნდა გააკეთონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი