რუსეთი ქმნის ტერორისტულ დაჯგუფებებს, რომლებიც უკრაინაში გამოსამგზავრებლად ემზადებიან - გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენშტაბი ამბობს, რომ რუსეთი არმიის მობილიზებას აგრძელებს, გარდა ამისა, იქმნება ტერორისტული ჯგუფები, რომლებიც იქ გასამგზავრებლად ემზადებიან. ომის 49-ე დღესაც რუსეთი სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი სახლების დაბომბვას აგრძელებს.

"მტერი დასახლებულ პუნქტებსა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურებს ისევ ბომბავს. ეს განსაკუთრებით ხარკოვსა და ზაპოროჟიეს ოლქებში შეინიშნება. ამასთან აქტიურად ახორციელებს საჰაერო დაზვერვას. გრძელდება რუსული არმიის მობილიზაცია და უკრაინაში გამოგზავნა, იქმნება ტერორისტული დაჯგუფებები რომლებიც უკრაინაში გამოსამგზავრებლად ემზადებიან. 

მტერი აქტიურად უტევს მარიუპოლის მეტალურგიულ რიონსა და პორტს", - ამბობს გენშტაბის პრესსპიკერი, ოლექსანდრ შტუპუნი.

მისივე განცხადებით, უკრაინამ მტრის 6 იერიში მოიგერია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი