"იმედთან" რადას თავმჯდომარის ინტერვიუ კობახიძეს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უკრაინის რადას თავმჯდომარის ინტერვიუ "იმედზე" სხვადასხვა მიმართულებით ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს.

მისივე თქმით, მმართველ გუნდში მოლოდინი აქვთ, რომ შალვა პაპუაშვილის ვიზიტი "პრობლემური" საკითხების გადაჭრის დასაწყისი გახდება.

"არის თემები, რაც ხელს უშლის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაუმჯობესებს და რა თქმა უნდა, იქნება ამ საკითხებზე საუბარი ვიზიტის ფარგლებში. მთავარი მიზანი მაინც ამ ვიზიტის, იქნება სოლიდარობის გამოხატვა, თუმცა იქნება ყველა თემაზე ძალიან ბუნებრივი საუბარი. 

ჩვენ გუშინ მოვისმინეთ ინტერვიუ უკრაინის რადას თავმჯდომარესთან და ეს ინტერვიუ გვაძლევს ჩვენ ოპტიმიზმის საფუძველს სხვადასხვა მიმართულებით. რა თქმა უნდა, მტკიცებით ფორმაში იმის თქმა, რომ ყველა საკითხი ერთბაშად მოგვარდება, შეუძლებელია, თუმცა გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება თავის კოლეგასთან მეგობრული საუბარი უკრაინაში და ეს გახდება დასაწყისი ყველა საკითხის გადაჭრისათვის, ეს არის ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი", - თქვა კობახიძემ. 

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა დღეს, 13 აპრილს თქვა, რომ უკრაინელ კოლეგასთან მეგობრული საუბარი ჰქონდა და ჩასვლის მზაობა დაუდასტურა. როგორც მან აღნიშნა, კომუნიკაციამ და "იმედის" ეთერში რუსლან სტეფანჩუკის ინტერვიუმ დაარწმუნა, რომ "არსებობს ყველა უხერხულობის და გაუგებრობის მოგვარების შესაძლებლობა". მანამდე "ოცნება" უკრაინაში ვიზიტზე საკუთარ პირობებს ასახელებდა,

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი