პოლონეთის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის პრეზიდენტები კიევში ჩავიდნენ

გამოქვეყნდა:

პოლონეთის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის პრეზიდენტები უკვე კიევში არიან. 4 ქვეყნის პირველი პირი უკრაინაში მატარებლით ჩავიდნენ. პირველი ფოტოები უკრაინის დედაქალაქის რკინიგზის სადგურიდან ვრცელდება. 

ანდჟეი დუდა, გიტანას ნაუსედა, ეგილს ლევიტსი და ალარ კარისი უკრაინელ კოლეგასთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავენ. შეხვედრის მთავარი თემა  უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერა იქნება.  პრეზიდენტები  შესაძლოა აგრესორების მიერ განადგურებულ ბუჩაში, ირპენსა  და ბოროდიანკაშიც  ჩავიდნენ

 

 

შეგახსენებთ, უკრაინაში მატარებლით ჩავიდა გასულ შაბათს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრიც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი