მორგებში 1 500-ზე მეტი რუსი სამხედროს გვამია, წაღება არავის სურს - დნეპრის მერის მოადგილე

გამოქვეყნდა:

უკრაინის ქალაქ დნეპრის მერის მოადგილე მიხაილო ლისენკო ამბობს, რომ ქალაქის მორგებში 1 500-ზე მეტი რუსი სამხედროს ნეშტია. Deutsche Welle წერს, რომ უკრაინულ ტელევიზიაში საუბრისას მან იმედი გამოთქვა, რომ რუსი დედები მივლენ და მათ შვილების ცხედრებს წაიღებენ.

"ახლა დნეპრის მორგებში 1 500-ზე მეტი დაღუპული რუსი ჯარისკაცია, რომელთა წაღება არავის სურს", - თქვა ლისენკომ და დასძინა, რომ არ სურს გვამების კრემაცია ან დაკრძალვა მასობრივ საფლავებში.

რუსეთმა აპირლის დასაწყისში აღიარა, რომ უკრაინაში მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს. მარტის ბოლოს რუსეთი აცხადებდა, რომ  მხოლოდ 1 351 ჯარისკაცი ჰყავდა მკვდარი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი