ბრიტანეთმა სანქციები გააფართოვა - სიაში დონბასის რეგიონში 178 რუსი სეპარატისტიცაა

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს აფართოებს და კიდევ 206 პირს ასანქციებს. მათგან 178 "რუსი სეპარატისტია", რომლებიც უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში რუსეთის ქმედებას უჭერს მხარს. ამის შესახებ განცხადება ოთხშაბათს საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.

"აღმოსავლეთ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობაზე საშინელი სარაკეტო თავდასხმების კვალდაკვალ, ჩვენ დღეს ვუწესებთ სანქციებს მათ, ვინც, მხარს უჭერს უკანონო სეპარატისტულ რეგიონებსა და მონაწილეობს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ სისასტიკეში“, - თქვა მინისტრმა ლიზ თრასმა.

ბრიტანეთის სანქციებში მოხვდნენ ოლიგარქების ოჯახის წვერები, ახლო თანამოაზრეები და თანამშრომლები. სანქცირებული პირები არიან ალექსანდრე ანანჩენკო და სერგეი კოზლოვი, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების პრემიერმინისტრი და მთავრობის თავმჯდომარე. 

სანქციები შეეხო პაველ ეზუბოვს, ოლეგ დერიპასკას ბიძაშვილს და ნიგინა ზაიროვას, მიხაილ ფრიდმანის აღმასრულებელ თანაშემწეს.

მთლიანობაში ბრიტანეთის სანქცირებულთა სიაში 206 პირი მოხვდა, მათ შორის 178 სეპარატისტი, 6 ოლიგარქი, ახლო წრე და თანამშრომლები, დამატებით კიდევ 22 პირი. 

ხუთშაბათს ამოქმედდება კანონი, რომელიც კრძლავს ფოლადისა და რკინის ნაწარმის, ასევე, ფუფუნების საგნების იმპორტს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი