გენოციდი უკრაინაში | რა დამატებით იარაღს უგზავნის აშშ ომში მყოფ ქვეყანას

გამოქვეყნდა:

გენოციდი და მის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო ახალი იარაღი. შეერთებული შტატები სრულებით ცვლის უკრაინაში ომისადმი დამოკიდებულებას. პრეზიდენტ ბაიდენის სიტყვები, რომ პუტინის მოქმედება ფაქტობრივად გენოციდის ტოლფასია ახალ ბიძგს აძლევს უკრაინის დახმარებას და ამ სიტყვების პარალელურად შეიარაღების ახალი პარტია კიევისკენ იძვრება. 

ეს იარაღი შესაძლებლობას მისცემს კიევს კიდევ ერთხელ გარდატეხოს ომის მსვლელობა. ტანსაწინააღმდეგო საშუალებებით რუსული კოლონების გაჩერების შემდეგ, ახლა ჯერი შორეულ არტილერიაზე მიდგა. სამხედრო ექსპერტების პროგნოზით ამერიკული ჰაუბიცები და ზალპური ცეცხლის სისტემები არა მხოლოდ რუსული არმიის შეჩერებას, არამედ უკან დახევას და უკრაინის საბოლოო გამარჯვებას უზრუნველყოფენ. 

ავტორი: გუგა მაისურაძე

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი