რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ აშშ-ისა და ნატოს სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც უკრაინის ტერიტორიაზე იარაღი გადააქვთ, კანონიერ სამხედრო სამიზნედ განიხილავენ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
"გაფრთხილებთ, რომ აშშ-ნატოს იარაღის გადაზიდვა უკრაინის ტერიტორიაზე, ჩვენ მიერ აღქმული იქნება როგორც კაბნონიერი სამხედრო სამიზნეები. ჩვენ ამერიკელებს და სხვებს დასავლეთში ვაფრთხილებთ, რომ ჩვენი სპეცოპერაციის დამუხრუჭების, რუსული კონტიგენტისთვის, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების შენაერთებისთის მაქსიმალური ზარალის მიყენების მცდელობა, მკაცრად აღიკვეთება" , - განაცხადა რიაბკოვმა.
დასავლეთი უკრინას დამატებით იარაღსა და სამხედრო დახმარებას უგზავნის მას შემდეგ, რაც ბუჩაში და კიევის რეგიონის სხვა ქალაქებში რუსეთის სამხედრო დანაშაულები ცნობილი გხადა.