აშშ-ის ოფიციალურ პირებს შიდა წინასწარი დისკუსია ჰქონდათ ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენლის უკრაინაში გაგზავნის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN მოლაპარაკებებში ჩართულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედია წერს, რომ უახლოეს მომავალში ნაკლებ სავარაუდოა პრეზიდენტ ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტ ჰარისის კიევში ჩასვლა. ოფიციალური პირები განიხილავდნენ თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ან სახელმწიფო მდივნის, ანტონი ბლინკენის უკრაინაში გაგზავნას.
CNN წერს, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა.