რუსებო, ბაბუათქვენები საფლავში გადატრიალდებიან, ფაქტია, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებმა, იდიოტი შვილიშვილები გაზარდეს - კიმი

გამოქვეყნდა:

ნიკოალევის გუბერნატორი, ვიტალი კიმი ამბობს, რომ ოლქში პოზიციების გამაგრებით სამუშაოებს აგრძელებენ. მან რუს ჯარისკაცებსაც მიმართა და თქვა, რომ მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ბაბუებმა, იდიოტი შვილიშვილები გაზარდეს.

"ჩვენ ოლქში პოზიციების გამაგრებით სამუშაოებს ვაგრძელებთ, ნიკოლაევში არვის შემოვუშვებთ, ბოლომდე დავიცვათ აქაურობას. ჩვენი ოლქი ბოლომდე დადგება და მტერი შესაბამის პასუხს მიიღებს. კარგი ამბავი გავიგე, თურმე გერმანია თავის ტანკებს გვიგზავნის. გამოდის, რომ უკრაინის მიწაზე გერმანული ტანკები ისევ ივლიან, ოღონდ ამჯერად მტერი და ოკუპანტი რუსეთი იქნება. რუსებო, ბაბუათქვენები საფლავში გადატრიალდებიან, ცოცხლები რომ იყვნენ დაგხვრეტდნენ, მთელ მათ საამაყო ისტორიას ერთ დღეში ლაფი დაასხით. ფაქტია, რომ მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ბაბუებმა, იდიოტი შვილიშვილები გაზარდეს", - თქვა ვიტალი კიმმა.

ცნობისთვის, რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთში, ფართომასშტაბიანი შეტევებისთვის ემზადება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი