ის, რაც უკრაინაში ხდება, გენოციდია - ტრამპი

გამოქვეყნდა:

ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის ომს უკრაინაში გენოციდი უწოდა. ამ თემაზე მან Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ტრამპი მოქმედ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს აკრიტიკებდა პოლიტიკისთვის, რომელმაც მისი აზრით, რეკორდულად მაღალი ინფლაცია გამოიწვია, მან თქვა - "ახლა ამას დაუმატეთ ის, რაც ხდება უკრაინაში. ეს არის გენოციდი".

ბაიდენმა პუტინი გენოციდში სამშაბათს დაადანაშაულა. მან გაზის ტარიფებზე საუბრისას თქვა, რომ ამერიკელების ბიუჯეტი არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, "ჩაიდენს თუ არა გენოციდს" დიქტატორი სხვა ქვეყანაში.

შეგახსენებთ, ტრამპმა, რომელსაც პუტინთან ახლო პირადი ურთიერთობა ჰქონდა, მანამდე რუსეთის შეჭრას "ჰოლოკოსტი" უწოდა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი