CNN-ის ცნობით, უკრაინის სამხედრო დაზვერვამ ხუთშაბათს განცხადება გაავრცელა და დაასახელა რუსი გენერალი, რომელიც უკრაინაში ოპერაციებს ხელმძღვანელობდა. დაზვერვის ინფორმაციით, სწორედ ისაა მარიუპოლში ჩადენილი "ომის დანაშაულების" მთავარი დამნაშავე.
გენერალი ალექსანდრე დვორნიკოვი, რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის მეთაური, ახლახან დასახელდა რუსეთის სამხედრო კამპანიის მეთაურად უკრაინაში, იტყობინებიან ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირები.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადებაში ნათქვამია, რომ დვორნიკოვი უკრაინაში რუსული ჯარების მეთაურად 8 აპრილს დაინიშნა.
უკრაინის განცხადებაში ნათქვამია - "მის დაქვემდებარებაში მყოფი შეიარაღებული ძალები და რუსეთის ეროვნული გვარდიის ჯარები ჩართულნი არიან ომის დანაშაულებში მარიუპოლის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, საპორტო ქალაქში, რომელიც განადგურებულია რუსეთის დაბომბვის შედეგად".
ორშაბათს, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ მისი ოფისი იძიებს რუსული ომის დანაშაულის 5 800 საქმეს და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.