"ჩვენ სხვანაირად ვერ მოვიქცეოდით" - პაპუაშვილი უკრაინაში ჩასვლაზე

გამოქვეყნდა:

"ჩვენ სხვანაირად ვერ მოვიქცეოდით, რადგან ჩვენი ხალხები ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან" - განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რადას თავმჯდომარესთან, რუსლან სტეფანჩუკთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 

"მიუხედავად ასეთი რთული დროისა და ყოველდღიური დაბომბვებისა, ჩვენ ვეწვიეთ ჩვენს მეგობრებს, რათა გამოგვეხატა ჩვენი ერთიანი და მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ჩვენ სხვანაირად ვერ მოვიქცეოდით, რადგან ჩვენი ხალხები ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან. ჩვენი კულტურა, მეგობრობა, ისტორია კიდევ უფრო ძლიერდება ამ დღეებში. ეს არის ის, რასაც ჩვენი ხალხები უფრთხილდებიან და სწორედ ამიტომ ჩამოვედით ჩვენ კიევში, რათა გამოგვეთქვა სამძიმარი დაღუპულთა ახლობლებისთვის და ვმდგარიყავით უკრაინელი ხალხის გვერდით. რთულია სიტყვებით აღწერო ის, რაც ჩვენ საკუთარი თვალით ვნახეთ და რასაც ყველა უყურებს ბუჩაში, იპრენსა და კრამატორსკში, თუმცა არსებობს კიდევ ბევრი უკრაინული ქალაქი მსგავსი საშინელი ისტორიებით, რომელიც ჯერ არავის მოუსმენია.

რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი, პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და უკრაინელების არჩევანს. ჩვენ ქართველებს, ამ ყველაფრის ყურებისას გვახსენდება ჩვენი საკუთარი ბუჩები, 1990-იან წლებსა და 2008 წელს, როდესაც ჩვენი ქალაქებიც დაინგრა. რამდენადაც მტკივნეული არ უნდა იყოს ამ ყველაფრის ნახვა, ჩვენ ამავე დროს აღფრთოვანებული ვართ თქვენი სიმამაცით, ერთიანობითა და გმირობით, ეს მსხვერპლი დარჩება სიმამაცის მაგალითად მომავალი თაობებისთვის",- თქვა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად კიევში დღეს ჩავიდა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი