უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდება ომში ჩაბმას არ ნიშნავს - გერმანიის იუსტიციის მინისტრი

გამოქვეყნდა:

საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უკრაინისთვის ტანკებისა და სხვა მძიმე შეიარაღების მიწოდება არ ნიშნავს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმას - ამის შესახებ გერმანიის იუსტიციის მინისტრმა, მარკო ბუშმანმა გერმანულ გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა. მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართალი არ განმარტავს იარაღის მიწოდებას, როგორც ომში ჩაბმას. 

ამიტომ, მისი თქმით, თუ უკრაინა „თავდაცვის კანონიერ უფლებას გამოიყენებს, მისთვის იარაღის მიწოდება, ვერ გამოიწვევს იმ ფაქტს, რომ (ჩვენ) გავხდეთ ომის მონაწილე“.

ამასთან, გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, კრისტიან ლინდნერმა განაცხადა, რომ გერმანია უცხო ქვეყნების სამხედრო დახმარების ფონდს 2 მილიარდ ევრომდე გაზრდის და „ეს თანხები დიდ სარგებელს მოუტანს უკრაინას“.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი