კიევის ოლქი რომ დღეს რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულია, ამაში ძალიან დიდი წვლილი ქართველმა მებრძოლებმაც შეიტანეს. თავის დროზე სწორედ ირპენის გამათავისუფლებელ ბრძოლებში დაიღუპნენ რატიანი და ბერიაშვილი.

ის კი რაც გაქცეულმა რუსებმა ირპენში, ბუჩასა და ჩერნიჰივში დატოვეს, ენით აღუწერელი სისასტიკეა. 21-ე 
საუკუნის გენოციდი დღეს უკრაინაში ჩასულმა ქართულმა დელეგაციამ მოინახულა. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან ერთად იქ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტიც იმყოფება.

რაც შეეხება საპარლამენტო დელეგაციას პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ის სამშობლოში გუშინვე დაბრუნდა და თან ისე, რომ უკრაინაში მებრძოლ ქართველ სამხედროებს მმართველი პარტიის წარმომადგენლები არ შეხვედრიან.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი