ავსტრიის კანცლერის თქმით, პუტინს სჯერა, რომ ომს იგებს

გამოქვეყნდა:

ავსტრიის კანცლერის, კარლ ნეჰამერის თქმით, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სჯერა, რომ ის ომს იგებს.

ნეჰამერი ევროკავშირის ქვეყნის პირველი ლიდერია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, პუტინს პირისპირ შეხვდა.

"ვფიქრობ, ის ახლა საკუთარი ომის ლოგიკაშია. ის ფიქრობს, რომ ომი აუცილებელია რუსეთის ფედერაციისთვის უსაფრთხოების გარანტიისთვის. პუტინი არ ენდობა საერთაშორისო საზოგადოებას. ის უკრაინელებს დონბასის რეგიონში გენოციდში ადანაშაულებს. აქედან გამომდინარე, ის ახლა თავის სამყაროშია, მაგრამ ვფიქრობ, მან იცის რა ხდება ახლა უკრაინაში",-თქვა ავსტრიის კანცლერმა.

ავსტრიის კანცლერი პუტინს მოსკოვში 11 აპრილს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მან თქვა, რომ ის "ოპტიმისტურად განწყობილი არ არის". მისივე თქმით, მან პუტინს მკაფიოდ განუცხადა, რომ ომთან დაკავშირებით "მის დამოკიდებულებასა და შეხედულებას არავინ იზიარებს".

პუტინთან შეხვედრამდე ორი დღით ადრე ნეჰამერი უკრაინაში იმყოფებოდა, სადაც ის პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი