მოლაპარაკებების პროცესში მარიუპოლი შესაძლოა "წითელი ხაზი იყოს" | კულება

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, ვითარება მარიუპოლში "შესაძლოა წითელი ხაზი იყოს" რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესში.

"ქალაქი აღარ არსებობს. უკრაინის არმიის დარჩენილი ნაწილი და მშვიდობიანი მოსახლეობის დიდი ჯგუფი ძირითადად რუსული ძალების ალყაშია. ისინი აგრძელებენ ბრძოლას, მაგრამ როგორც რუსული ჯარების ქცევიდან ჩანს, მათ გადაწყვიტეს ქალაქი მიწასთან გაასწორონ ნებისმიერ ფასად",-თქვა კულებამ.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უახლოეს კვირებში აღმოსავლეთ უკრაინაში მძიმე ბრძოლების გააქტიურებას ელის.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოელის "რუსული ძალების სასოწარკვეთილ მცდელობებს, ნებისმიერ ფასად გაანადგურონ მარიუპოლი", მისივე თქმით, კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმები გაგრძელდება.

ცნობისთვის, რუსმა სამხედროებმა მარიუპოლის უკრაინელ დამცველებს ულტიმატუმი წაუყენა. აგრესორები უკრაინელ სამხედროებს დანებებისთვის ვადას მოსკოვის დროით 13:00 საათამდე აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათი "სრული განადგურებით" იმუქრებიან.

უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა თქვა, რომ ულტიმატუმის მიუხედავად, მარიუპოლი ჯერ კიდევ არ დაცემულა და ქალაქში ჯერ კიდევ იბრძვიან უკრაინის სამხედრო ძალები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი