უკრაინაში ვიზიტის გაუგებარი, ოფიციალური შედეგები. შალვა პაპუაშვილი, რომელიც ხანგრძლივი გაჭიანურების შემდეგ კიევში ჩავიდა, ამტკიცებს, რომ უკრაინის ხელისუფლებასთან გაუგებრობები ამოწურა. ოფიციალური განმარტებებიდან ნათელი ხდება, რომ სავარაუდოდ "ქართული ოცნება" უკრაინის მხარდაჭერის სანაცვლოდ მიხეილ სააკაშვილისა და სხვა ქართველი მაღლჩინოსნების ბედით ვაჭრობდა.
თუმცა გაურკვეველია რა შეთანხმება შეიძლება შემდგარიყო, მითუმეტეს, რომ საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერები კიევში ყოფნის დროსაც კი კვლავ ღიად აჩვენებენ კრემლის მორჩილებას და იშვიათი გამონაკლისის გარდა ვერ ბედავენ რუსული არმიის ჩადენილ დანაშულს გენოციდი უწოდონ.