"ბოლო თავდასხმებიდან ჩანს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ტერორის კამპანიას აწარმოებს" | პრაისი

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერის, ნედ პრაისის თქმით, ბოლო დღეებში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის თავდასხმებიდან ჩანს, რომ რუსეთი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ტერორის კამპანიას აწარმოებს.

"ფაქტია, რომ რუსეთმა წამოიწყო უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ შეჭრა, ვიდრე უბრალოდ ომი. ის აწარმოებს ტერორის კამპანიას, სისასტიკისა და საზიზღარი აგრესიის კამპანიას უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. იმის გათვალისწინებით, რაც ჩვენ უკანასკნელ საათებში ვნახეთ, ლვოვისა და კიევის რეგიონში თავდასხმების თვალსაზრისით, ან ის რაც ვნახეთ ქალაქებში როგორიცაა, მარიუპოლი, ხარკოვი, რისი მომსწრენიც ვიყავით ბუჩაში, ეს მკაფიო ნიშნები და აშკარა მოწმობაა სისასტიკისა და ტერორის კამპანიისა, რომელსაც რუსები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებენ",- თქვა პრაისმა.

ცნობისთვის, 18 აპრილს გამთენიისას რუსეთის მხრიდან ლვოვზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი