ბაიდენი კიევში ჩასვლს არ გეგმავს, მას დღეს მოკავშირეებთან ვიდეო ზარი ექნება - თეთრი სახლი

გამოქვეყნდა:

პრეიზდენტი ბაიდენს სამშაბათს ვიდეო ზარი ექნება აშშ-ს მოკავშირეებთან, რათა განიხილონ უკრაინაში ომი, მათ შორის რუსეთის იზოლაციაში მოქცევის სამომავლო გეგმები. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრმა სახლმა გაავრცელა.

"პრეზიდენტი მოიწვევს უსაფრთხო ვიდეოზარს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა განიხილოს ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა უკრაინისადმი და რუსეთის პასუხისმგებლობის დაკისრების მცდელობები, როგორც ჩვენი მჭიდრო კოორდინაციის ნაწილი", - ნათქვამია განცხადებაში.

ორშაბათს თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ბაიდენის კიევში გამგზავრებას "არ გეგმავს". მის ნაცვლად შეიძლება გაიგზავნოს მაღალი თანამდებობის პირი, როგორიცა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ან თავდაცვის მინისტრი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი