საფრანგეთი მხარს უჭერს რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას - ეკონომიკის მინისტრი

გამოქვეყნდა:

საფრანგეთი მხარს უჭერს სანქციების გაფართოებას რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის მიზნით. ამის შესახებ განცხადება დღეს, 19 აპრილს, საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა.

"როდესაც ხედავ რა ხდება დონბასში, როგორც არასდროს, ისეა საჭირო რუსული ნავთობის იმპორტის შეწყვეტა", - განუცხადა ბრუნო ლე მერმა რადიოსადგურ Europe 1-ს.

მისი განცხადებით, პუტინის რეჟიმის ვალუტის პირველი წყარო იყო წლების განმავლობაში, სწორედ ნავთობი იყო. 

მინისტრის თქმით, საფრანგეთი ცდილობდა ევროპელი პარტნიორების დაყოლიებას, თუმცა ჯერ კიდევ არიან ქვეყნები, რომლებიც ყოყმანობენ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი