ესპანეთისა და დანიის პრემიერები ზელენსკისთან შესახვედრად კიევში ჩავიდნენ

გამოქვეყნდა:

ესპანეთისა და დანიის პრემიერმინისტრები უკრაინის პრეზიდენტთან შესახვედრად კიევში ჩავიდნენ.

უკრაინის დედაქალაქში ჩასვლის შემდეგ, ესპანეთის პრემიერმინისტრი პედრო სანჩესი და დანიის პრემიერმინისტრი მეტე ფრედერიკსენი ერთად გამოჩნდნენ ვიდეოში, რომელიც სანჩესის ოფიციალური ანგარიშით გამოქვეყნდა.

"უკრაინას აქვს ესპანეთის მხარდაჭერა, სოლიდარობა და ვალდებულება", - ნათქვამია პოსტში.

მოგვიანებით მან კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ბოროდიანკაში პუტინის ომის საშინელებისა და სისასტიკის სანახავად იმყოფებიან.

"უკრაინელ ხალხს მარტო არ დავტოვებთ", - დაწერა სანჩესმა.

დანიის პრემიერის ოფისმა განაცხადა, რომ ლიდერები შეხვდებიან პრეზიდენტ ზელენსკის უკრაინას კონკრეტული მხარდაჭერისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი