
ევროკავშირი თავის მოქალაქეებს სთხოვს, ნაკლებად იმოძრაონ ავტომობილებით, უარი თქვან კონდიციონერებზე, იმუშაონ სახლიდან კვირაში 3 დღე, რათა შეამცირონ რუსულ ენერგოპროდუქტებზე დამოკიდებულება.
საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოსთან ერთად შემუშავებული ზომები, ჩვეულებრივ ოჯახს წელიწადში 450 ევროს დაზოგვის საშუალებას მისცემს.
9-პუნქტიანი გეგმა, სახელწოდებით "ჩემი როლი" მოქალაქეებს მოუწოდებს:
გეგმა, ასევე, მოუწოდებს ქალაქებს, ხელი შეუწყონ უმანქანო კვირა დღის პრაქტიკას.
"ადამიანთა ტანჯვის საშინელი სცენების წინაშე, რომელიც ჩვენ ვნახეთ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროპაში ადამიანებს სურთ იმოქმედონ", - თქვა IEA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ფატიჰ ბიროლმა.
მისივე თქმით, მცირე დისკომფორტით შესაძლებელია მოქალაქეებმა შეამცირონ ფულის ნაკადი რუსეთისთვის, ასევე, დაეხმარონ მთავრობას უფრო სუფთა გარემოს შექმნაში.
IEA-ს გამოთვლით, თუ თითოეული მოქალაქე დაიცავს რეკომენდაციებს, შესაძლებელი იქნება ყოველწლიურად 220 მილიონი ბარელი ნავთობის დაზოგვა, ეს ასევე დაზოგავს 17 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს, რაც საკმარისია 20 მილიონი სახლის გასათბობად.