"დარწმუნებული ვარ, ბოლო ლურსმანი იქნება ამ სახელმწიფოს პოლიტიკაში"- ზელენსკი რუსეთის რეჟიმის გასამართლებაზე

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ყველა, ვინც უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის ბრძანებას გასცემდა, სამართლიან სასჯელს მიიღებს.

„მჯერა, რომ ყველა აუცილებლად წარდგება ტრიბუნალის წინაშე, სასამართლოს წინაშე. ყველა, ვინც ეს სამარცხვინო ბრძანებები გასცა ხალხის განადგურების, ბავშვების. ასეა, ამაში დარწმუნებული ვარ, მჯერა“, - განაცხადა პრეზიდენტმა საერთაშორისო და უკრაინული მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, საერთაშორისო სასამართლოებში სისხლის სამართლის საქმეებს, როგორც წესი, დიდი დრო სჭირდება და შეიძლება რამდენიმე წელიც გაგრძელდეს, მაგრამ უკრაინა სამართლიან განაჩენს დაელოდება.

"ჩვენ დაველოდებით. და თუ ჩვენ ამას ვერ ვნახავთ, ნახავენ ჩვენი შვილები. დამიჯერეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ბოლო ლურსმანი იქნება ამ სახელმწიფოს პოლიტიკაში", - განაცხადა პრეზიდენტმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელებს აინტერესებთ არა ტრიბუნალის სახელი, რომელიც დამნაშავეებს გაასამართლებს, არამედ ამ პროცესის შედეგი.

„ეს იქნება ჰააგა, იქნება უკრაინა, იქნება სხვა პროცესები... საქმე სახელში კი არა, წლებისა და ხალხის რაოდენობაზეა. რამდენი ადამიანი აღმოჩნდება გისოსებს მიღმა მრავალი წელი“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი