
გერმანიის ვიცე-კანცლერის, რობერტ ჰაბეკის თქმით, შეცდომა იყო, რომ მისი ქვეყანა უკრაინას სამხედრო მხარდაჭერით უფრო ადრე არ დაეხმარა. გერმანული საზოგადოებრივი მაუწყებლის Zweites Deutsches Fernsehen-თან ინტერვიუში, რობერტ ჰაბეკი ამბობს, რომ მხარდაჭერა წლების წინ უნდა დაწყებულიყო.
"ჩვენ რა თქმა უნდა, უკრაინას სამხედრო თვალსაზრისით ბევრად ადრე უნდა დავხმარებოდით და მე არ ვსაუბრობ მხოლოდ დღეებზე ან კვირებზე, არამედ წლებზე. ეს, რა თქმა უნდა, წარსულში დაშვებული შეცდომაა", - ამბობს ის.
მისივე თქმით, ის რომ გერმანია "წარსულში საკმარისად სწრაფი არ იყო" არ ნიშNავს, რომ ახლაც არ უნდა იმოქმედონ დროულად.