"ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ განვდევნოთ ოკუპანტები და აღვადგინოთ მშვიდობა ჩვენი ხალხისთვის. ამ პროცესის მთავარი ელემენტი უკრაინის შეიარაღებული ძალების სიძლიერე, საკმარისი რაოდენობისა და ხარისხის იარაღია.
უკრაინის დახმარება იყო ნომერ პირველი საკითხი შეხვედრაზე შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან - სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენთან და თავდაცვის მდივან, ლოიდ ოსტინთან, რომლებიც კიევში გუშინ ჩამოვიდნენ. ჩვენ და აშშ-ს თანაბრად გვესმის: როცა დემოკრატია იმარჯვებს ერთ ქვეყანაში, ის იმარჯვებს გლობალურად. როცა თავისუფლება დაცულია ერთ ქვეყანაში, ის დაცულია მთელ მსოფლიოში".
თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.