"სოლოვიოვის მოკვლა არ იგეგმება... შესაძლოა ის თავად დაიხრჩოს" | უკრაინის უშიშროება

გამოქვეყნდა:

ვ. სოლოვიოვის მოკვლა არ იგეგმება, შესაძლოა ის თავად დაიხრჩოს - ასე უპასუხა უკრაინის უშიშროების სამსახურმა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის ბრალდებას, რომ FSB-მ დააკავა ნეონაცისტების ჯგუფი, რომლებსაც უკრაინული მხარისგან კრემლის პროპაგანდისტის, ვლადიმერ სოლოვიოვის მკვლელობა ჰქონდათ დავალებული.

"პირველი - უკრაინის უშიშროების სამსახური სისტემატიურად მუშაობს ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების გასაძლიერებლად და არ აპირებს სერიოზული კომენტარის გაკეთებას რუსული სპეცსამსახურების ახალ ფანტაზიებზე, რომლებიც რუსი აუდიტორიისთვისაა.

მეორე - ვ.სოლოვიოვი არის არა საზოგადო მოღვაწე, არამედ ჩვეულებრივი პროპაგანდისტი - გებელსის რუსული ანალოგი - რომელსაც უკრაინის გამარჯვების შემდეგ, საერთაშორისო სასამართლოებში საკუთარ დანაშაულზე პასუხისგება მოუწევს. 

მესამე - უკრაინის უშიშროების სამსახურს ვ. სოლოვიოვის მოკვლის არანაირი გეგმა არ აქვს. ამავდროულად, ყალბი და ანტიუკრაინული სიძულვილის გათვალისწინებით, რომელსაც ეს ადამიანი ავრცელებს, ის შესაძლოა თავად დაიხრჩოს საკუთარი დაბალი დონის პროპაგანდისტული საქმიანობის "პროდუქტებში",- ნათქვამია განცხადებაში. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი