
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ უზრუნველყოფენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია მისთვის სტრატეგიული მარცხი იყოს. ამ თემაზე მან ნიუ-დელიში, საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა, რომელსაც ინდოეთის პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრებოდნენ.
"ევროპაში ჩვენ ვხედავთ რუსეთის აგრესიას, როგორც პირდაპირ საფრთხეს ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ვუზრუნვევლყოფთ, რომ უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესია სტრატეგიული მარცხი იყოს. ამიტომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ უკრაინას თავისუფლებისთვის ბრძოლაში", - თქვა მან.
მან მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წევრს, მხარი დაუჭიროს ევროკავშირის ძალისხმევას გრძელვადიანი მშვიდოვისთვის.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ორშაბათს მოუწოდა ინდოეთს დაუახლოვდეს ევროკავშირს, რადგან დელი ცდილობს დააბალანსოს თავისი კავშირები მოსკოვთან და დასავლეთთან. პრეზიდენტმა აღნიშნა რომ ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობა ინდოეთის სტრატეგიულ ინტერესებში შედის.
"როგორც ძლიერი დემოკრატიები, ინდოეთი და ევროკავშირო იზიარებენ ფუნდამენტურ ღირებულებებსა და საერთო ინტერესებს. ჩვენ ერთად გვჯერა თითოეული ქვეყნის უფლების - განსაზღვროს საკუთარი ბედი. ერთად გვჯერა კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების. და ერთად, ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის დემოკრატია", - თქვა მან.
მან გაფრთხილებაც თქვა, რომ ამ ღირებულებებს საფრთხე ემუქრება რუსეთისა და ჩინეთის გამო.