საუბარი მე-3 მსოფლიო ომის "რეალურ" საშიშროებაზე, ნიშნავს, რომ მოსკოვი უკრაინაში მარცხს გრძნობს - კულება

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსი კოლეგის განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ რუსეთი კარგავს უკანასკნელ იმედს, რომ შეაშინოს მსოფლიო, უკრაინისთვის მხარდაჭერის აღმოჩენაზე უარის თქმის მიზნით.

მისი თქმით, საუბარი მესამე მსოფლიო ომის "რეალურ" საშიშროებაზე მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მოსკოვი უკრაინაში დამარცხებას გრძნობს.

"რუსეთი კარგავს უკანასკნელ იმედს, რომ შეაშინოს მსოფლიო უკრაინის მხარდაჭერაზე. ამრიგად, საუბარი მესამე მსოფლიო ომის "რეალურ" საშიშროებაზე. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მოსკოვი უკრაინაში დამარცხებას გრძნობს. ამიტომ, მსოფლიომ უნდა გააორმაგოს უკრაინის მხარდაჭერა, რათა ჩვენ გავიმარჯვოთ და დავიცვათ ევროპული და გლობალური უსაფრთხოება", - წერს კულება.

იხილეთ ასევე:

ლავროვის თქმით, ბირთვული ომის საფრთხე რეალურია 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი