ბრიტანეთი უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებას ზრდის, აგზავნის სასწრაფო და სახანძრო მანქანებს

გამოქვეყნდა:

ბრიტანეთი უკრაინას ახალ სასწრაფო დახმარების მანქანებს, სახანძრო მანქანებს, სამედიცინო მარაგებს გადასცემს. ქვეყანა ასევე დააფინანსებს უკრაინელი ექიმების მომზადებას. ამის შესახებ განცხადება დღეს პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა გააკეთა.

ბრიტანეთის 22 ახალი სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელიც შესაბამისადაა აღჭურვილი, უკრაინაში უახლოეს დღეებში გაიგზავნება. ქვეყანა აცხადებს, რომ 40-ზე მეტი სახანძრო მანქანა, 300 სახანძრო მილითა და თითქმის 100 000 ერთეული დამცავი ტანსაცმლით, უკვე ჩავიდა უკრაინაში.

ჯონსონმა განაცხადა, რომ შეძრწუნებულები არიან საავადმყოფოებზე განზრახ მიტანილი იერიშებით.

"დღეს გამოცხადებული ახალი სასწრაფო დახმარების მანქანები, სახანძრო მანქანები და ჯანდაცვის ექსპერტების დაფინანსება უკეთ აღჭურავს უკრაინელ ხალხს, რომ გაუწიონ სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარება და გადაარჩინონ სიცოცხლე.

ჩვენი სამხედრო მხარდაჭერით, ჩვენ დავეხმარებით უკრაინას შესაძლებლობების განმტკიცებაში, რათა დავრწმუნდეთ, რომ პუტინის სასტიკი შემოჭრა წარუმატებელი იქნება", - თქვა ჯონსონმა.

დიდი ბრიტანეთი, ასევე, გასცემს 300,000 ფუნტის ღირებულების მედიკამენტებს და ფარმაცევტულ მარაგს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი