
პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ "ვთომ მეგობრებს", რომლებსაც საქართველოში ომის უნდათ, ყოველთვის გაუწბილებს იმედებს. მისი აზრით, "ქართულმა ოცნებამ" მკაფიოდ განაცხადა და უთხრა, მათ შორის უკრაინელ მეგორებს, რომ არავითარი მეორე ფრონთი არ იქნებოდა.
ღარიბაშვილის აზრით, "უსაფუძვლო ბრალდებების კასკადი", მას შემდეგ დაიწყო, რაც ეს განცხადება გააკეთეს.
"ძალიან საინტერესო, სკანდალურ განცხადებას გავაკეთებ. მთელი ეს აჟიოტაჟი, მე მინდა ჩვენ ხალხს სრული პასუხისმგებლობით ვუთხრა და განვუმარტო. მთელი ეს ვითომ სკანდალები, აჟიოტაჟი და აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ, იყო მიმართული მხოლოდ ერთი მიზნისკენ, რომ რაიმენაირად საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი. მას შემდეგ რაც მე ჩვენმა გუნდმა მკაფიოდ განვაცხადეთ და ვუთხარით, მათ შორის ჩვენ უკრაინელ მეგობრებს, რომ არანაირი, არავითარი მეორე ფრონტი, ომი არ იქნება საქართველოში, აი მას შემდეგ დაიწყო მთელი ეს უსაფუძვლო ბრალდებების კასკადი. გახსოვს, ჯერ კიდევ ელჩის გაწვევის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, შემდეგ ბრალდებები რძეზე და ყველზე, ახლა უკვე მოვისმინეთ ხორბალი.
ამას დაემატა პირდაპირი, დეკლარირებული აღიარება უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან, რომ მათი სურვილი და ამოცანა იყო მოლდოვაში და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. [...]
მე ვიცი, რომ იმედები გავუწბილე ყველა ვითომ მეგობარს, რომლებსაც სურდათ ომი, ჩემს ქვეყანაში, თქვენს ქვეყანაში, და ჩვენი ხალხის მოკვლა, გაუბედურება და განადგურება ქვეყნის. მე ვპირდები მათ, რომ ყოველთვის გავუწბილებ იმედებს, არანაირი მეორე ფრონტი, არანაირი მეორე ომი საქართველოში არ იქნება", - თქვა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, კარგად იციან, რომ სააკაშვილის ამას გააკეთებდა და ომს დაიწყებდა - "სააკაშვილმა ყველაზე დიდი, გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა, როცა თავიდან არ აარიდა ჩვენ ქვეყანას და ჩვენ ხალხს ომი. შედეგად ქვეყანა დაინგრა".