ტრასი ამბობს, რომ უკრაინასთან ერთად, იარაღი მოლდოვასა და საქართველოსაც უნდა მიაწოდონ

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი აცხადებს, რომ მსოფლიოს უფრო მეტი უნდა გაეკეთებინა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესაჩერებლად და რომ აღარასდროს გაიმეორებენ იმავე შეცდომას. 

მისი თქმით, ზოგი ამტკიცებს, რომ მძიმე იარაღი უკრაინას არ უნდა მიაწოდონ, რადგან ამან მეტი პროვოკაცია არ გამოიწვიოს, თუმცა მინისტრი ამბობს რომ "უმოქმედობა იქნება ყველაზე დიდი პროვოკაცია".

"ეს არის გამბედაობის დრო და არა სიფრთხილის.

ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინასთან ერთად, დასავლეთ ბალკანეთს და ქვეყნებს, როგორიცაა მოლდოვა და საქართველო, ჰქონდეთ ძალა და შესაძლებლობები, შეინარჩუნონ თავიანთი სუვერენიტეტი და თავისუფლება", - თქვა ტრასმა.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა წმინდაა. მინისტრის თქმით, რუსული ძალები მთელი უკრაინის ტერიტორიიდან უნდა განდევნონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი