"საერთაშორისო სანქციები ივანიშვილის მიმართაც უნდა დაწესდეს" | ფოტიგა

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას თქმით, საერთაშორისო სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგაც უნდა დაწესდეს. ევროპარლამენტარმა ივანიშვილისა და ევტუშენკოვის აუდიოჩანაწერებზე ტელეკომპანია "ფორმულასთან" ისაუბრა და თქვა, რომ ჩანაწერები მიუთითებს ივანიშვილის კავშირებს პუტინის რეჟიმთან.

"ერთი ოლიგარქის მსგავსი გავლენა ქვეყანაზე, როგორიც საქართველოა, ჩემთვის უკიდურესად რთული გასაგებია. ჩემი პოლიტიკური და ეკონომიკური ცოდნა აჩვენებს, რომ ეს გავლენა უკიდურესად საზიანოა. რა თქმა უნდა, ვიცით ასეთი გავლენების და მათი ეფექტის მაგალითები. მოლდოვის შემთხვევის აღმოფხვრის შემდეგ ვნახეთ, რომ პლახოტნიუკის როლი და პოზიცია მსგავსი იყო და ძალიან აუარესებდა ქვეყნის ფუნქციას და პოზიციონირებას. მონოპოლიური ოლიგარქიის აღმოფხვრა იყო საფუძველი პლურალიზმის განვითარებისთვის. ვფიქრობ, იგივე პრობლემა უნდა გადაწყდეს საქართველოშიც. 

მე წარვადგინე თხოვნა ვიცეპრეზიდენტ ჯოზეფ ბორელის მიმართ, რაც მიუთითებს მსგავს პრობლემატიკაზე, რაზეც მსგავსად ფიქრობს უკრაინული ელიტის ნაწილიც, რომ საერთაშორისო სანქციები ივანიშვილის მიმართაც უნდა დაწესდეს და ეს ჩანაწერი მარტივად ამხელს ამ პრობლემებს და მიუთითებს ივანიშვილის კავშირებზე პუტინის რეჟიმთან. მიუხედავად იმისა, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია და ჩემს სრულ სურათს წარმოაჩენს ივანიშვილის როლის შესახებ, მე არ ვაკეთებ აქცენტს მხოლოდ ამ ერთ შემთხვევაზე. ვფიქრობ, რომ ამ ქეისის გარდა შემთხვევები ბევრია, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ კი, ეს შემთხვევა ზუსტად აჩვენებს, თუ რამდენადაა ივანიშვილი ჩართული კრემლის რეჟიმის ოპერაციებში", - თქვა ანა ფოტიგამ "ფორმულასთან". [TV ფორმულას თარგმანი]

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის საუბრის ორი ჩანაწერი 25 აპრილს გავრცელდა. ჩანაწერში სანქცირებული რუსი ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვი ივანიშვილს ბიზნეს იდეით ურეკავს. ივანიშვილის პასუხებიდან კი იკვეთება, რომ თავადაც დაინტერესებულია ამ გარიგებით. ევტუშენკოვი კომპანია "სისტემას" მფლობელია, რომელიც სამხედრო დრონებს ამზადებს.  

26 აპრილს ევტუშენკოვმა "მთავარ არხთან" ინტერვიუში დაადასტურა, რომ  "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ტელეფონით ესაუბრა. ოლიგარქი ამბობს, რომ საქართველოში ნებისმიერს შეუძლია ისე ჩამოვიდეს, რომ არავის ანგარიში არ ჩააბაროს. ევტუშენკოვმა დაადასტურა ისიც, რომ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისში მისი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი