
ცეცხლის შეწყვეტისა და მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის შემდეგ, რუსმა სამხედროებმა ქარხნის დაბომბვა განაახლეს. ინფორმაციას მარიუპოლში მებრძოლი მე-12 ბრიგადის მეთაური ავრცელებს.
"ოკუპანტებმა მაშინვე დაიწყეს აზოვსტალზე შეტევა, როგორც კი რამდენიმე უკრაინელის ევაკუაცია დასრულდა", - თქვა დენის შლეგამ.
როგორც მან აღნიშნა, რუსული ჯარი აზოვსტალზე შეტევისას "ყველა სახის იარაღას" იყენებს.
ამავე თემაზე: