
უკრაინის აღმოსავლეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები თურქეთში მიიღება, მაშინ როდესაც შეხვედრა ვლადიმერ პუტინსა და ვლოდიმირ ზელენსკის შორის გაიმართება - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა.
შეხვედრის სავარაუდო ადგილებად ერდოღანი სტამბოლსა და ანკარას ასახელებს. თურქეთის პრეზიდენტი კრემლის ლიდერთან მოლაპარაკებებს მიმდინარე კვირას გეგმავს, ამის შემდეგ გაირკვევა დათანხმდება თუ არა პუტინი ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრას.
"ჩვენ ალბათ ამ კვირაში გვექნება შეხვედრა ბატონ პუტინთან. ჩვენი სურვილია ლიდერები შევკრიბოთ სტამბოლში ან ანკარაში, უკრაინის აღმოსავლეთთან დაკავშირებით გადასადგმელი ნაბიჯების გადაწყვეტის ადგილი თურქეთი იქნება, ეს იქნება სტამბოლი ან ანკარა", - თქვა ერდოღნმა.
ამ დრომდე არაერთი მცდელობის მიუხედავად, პუტინი ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრას არ თანხმდება.