"აზოვსტალიდან" ხალხის გადასარჩენად სიჩუმის რეჟიმია საჭირო - ზელენსკიმ დახმარება გუტერეშს სთხოვა

გამოქვეყნდა:

"იქ დარჩენილთა სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ჩვენთვის ყველა მნიშვნელოვანია. ვითხოვთ თქვენს დახმარებას მათ გადარჩენაში" - უკრაინის პრეზიდენტმა გაეროს გენერალურ მდივანს "აზოვსტალის" ქარხანაში ჩარჩენილი ადამიანების ევაკუაციისთვის დახმარება სთხოვა. ვოლოდიმირ ზელენსკი ანტონიო გუტერეშს ტელეფონით ესაუბრა.

პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 5, 6 და 7 მაისს, მოსკოვის დროით 8 საათიდან 18:00 საათამდე, რუსეთის შეიარაღებული ძალები "აზოვსტალიდან" მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის ჰუმანიტარულ დერეფნებს გახსნიან.

"ვათანხმებთ და ვიმედოვნებთ გავაგრძელებთ ხალხის გადარჩენას აზოვსტალიდან, მარიუპოლიდან. იქ კიდევ რჩებიან სამოქალაქოები, ქალები, ბავშვები, მათ გადასარჩენად საჭიროა სიჩუმის რეჟიმი. უკრაინული მხარე მზად არის მის უზრუნველსაყოფად. საჭიროა დრო, რომ უბრალოდ ამოვიყვანოთ ხალხი ამ სარდაფებიდან, მიწის ქვეშ არსებული თავშესაფრებიდან. არსებული პირობებით შეუძლებელია სპეციალური ტექნიკის გამოყენება ნანგრევების გასაწმენდად, ყველაფერი ხელით ხდება, თუმცა გვჯერა, რომ გამოგვივა", - ამბობს ზელენსკი. 

ზელენსკის თქმით, 4 მაისს დასრულდა მარიუპოლიდან ევაკუაციის მეორე ეტაპი. ქალაქიდან და მისი მიმდებარე ტერიტორიებიდან ზაპოროჟიეში 344 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი