
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, რომ რუსეთი ოფიციალურად აღიარონ ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ. აღნიშნულზე ზელენსკიმ კიევში სენატორებთან შეხვედრისას ისაუბრა.
"მე ველი, რომ შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს სანქციების გამკაცრებას. ამას გარდა, მიგვაჩნია, რომ რუსეთი ოფიციალურად უნდა აღიარონ ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ",-თქვა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, გასულ კვირას ორმა სენატორმა, რიჩარდ ბლუმენტალმა და ლინდსი გრეჰემმა რეზოლუცია წარადგინეს, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს.
ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღო და რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა ლიეტუვას პარლამენტმა.