
სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელების ბურთი უკრაინის მხარესაა - აცხადებს რუსეთის დელეგაციის მეთაური, ვლადიმირ მედინსკი და პასუხისმგებლობას დიალოგის შეყვეტაზე, უკრაინას აკისრებს:
"ბურთი მთლიანად მათ მხარეზეა. ჩვენ, ჩვენი მხრივ, მზად ვართ გავაგრძელოთ დიალოგი, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელების ბურთი უკრაინის მხარესაა. მოლაპარაკებების გაყინვის ინიციატივა მთლიანად უკრაინას ეკუთვნის" ამბობს მედინსკი.
უკრაინასა და რუსეთს შორის, პირისპირ მოლაპარაკებების ბოლო, მეხუთე რაუნდი სტამბულში, 29 მარტს შედგა. ამ შეხვედრაზე წარადგინა უკრაინამ უსაფრთხოების ის გარანტიები, რომელსაც ითხოვდა. ამის შემდეგ მხარეებს პირისპირ შეხვედრა აღარ გაუმართავთ.