ერდოღანი ხვალ ზელენსკისთან და პუტინთან სატელეფონო მოლაპარაკებებს გამართავს

გამოქვეყნდა:

თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ  გააგრძელებს მუშაობას უკრაინაში ომის დიპლომატიური დასრულებისთვის. მისი თქმით, ორშაბათს სატელეფონო საუბრები ექნება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან.

თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu Agency-ის ცნობით, ერდოღანმა განმარტა, რომ ის პირველ რიგში გაახმოვანებს თავის მოთხოვნას დიალოგის არხების შენარჩუნების შესახებ, რათა შეძლოს უკრაინაში ომის დასრულება მოლაპარაკებების გზით.

კრემლმა უკვე დაადასტურა, რომ მსგავსი საუბარი იგეგმება. კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინი ერდოღანთან მოლაპარაკებებს 30 მაისს გამართავს. თუმცა, მან არ დააკონკრეტა მოლაპარაკების თემა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მოლაპარაკებებში შუამავლის როლი თურქეთმა აიღო და 29 მარტს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა მოაწყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც ბუჩაში ოკუპანტების ომის დანაშაულების შესახებ გახდა ცნობილი, მოლაპარაკებები გაიყინა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი