იორდანიაში, ღარიბაშვილს ბიზნესმენი დავით ხიდაშელიც თან ახლდა

გამოქვეყნდა:

იორდანიაში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ბიზნესმენი დავით ხიდაშელიც იმყოფებოდა.

მთავრობის ადმინისტრაციის გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელიც იორდანიის მართლმადიდებელი ეკლესიის საარქიეპისკოპოსოშია გადაღებული, კადრში ხიდაშელიც ჩანს.

რა სტატუსით იმყოფებოდა ხელისუფლებასთან და ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი საქართველოს დელეგაციასთან ერთად, უცნობია. 

შეგახსენებთ, 28-29 მაისს საქართველოს პრემიერმინისტრი იორდანიაში საქართველოსთვის 400 კვადრატული მეტრი მიწის გადმოსაცემად ჩავიდა.

დავით ხიდაშელი პირველად საზოგადოებამ ე.წ. კარტოგრაფების საქმიდან გაიცნო. სწორედ ხიდაშელმა ჩამოიტანა რუსეთიდან დავით გარეჯის რუკები, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ ორი მეცნიერის, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის წინააღმდეგ საქმე აღძრა. აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს. 2021 წლის 28 იანვარს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ამის შემდეგ, დავით ხიდაშელმა იყიდა რიყის დოქები თბილისში, 49-წლით გადაუფორმეს რაჭის ტყე, მისმა გვარმა გაიჟღერა ივანიშვილ-ევტუშენკოვის სატელეფონო ჩანაწერშიც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი