"საქართველოში ომთან დაკავშირებით, ​დასავლეთის პასუხი საკმარისი არ იყო" | გენერალი ბრიდლავი

გამოქვეყნდა:

NATO-ს ჯარების ყოფილი სარდალი ევროპაში, გენერალი ფილიპ ბრიდლავი ამბობს, რომ საქართველოში ომთან დაკავშირებით დასავლეთის პასუხი საკმარისი არ იყო.

ამის შესახებ ბრიდლავმა ფორმულას ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, დასავლეთი უკრაინისთვის ახლაც არ აკეთებს საკმარისს და მნიშვნელოვანია ლიდერებმა გაიგონ, რომ უკრაინას უფრო მეტი სჭირდება.

"მე ყოველთვის ვახსენებ გარშემომყოფებს, რომ საქართველოში ომთან დაკავშირებით დასავლეთის პასუხი საკმარისი არ იყო და დღესაც იპყრობს რუსეთი სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს, ქართულ მიწებს. 2014 წელს უკრაინაში არაადეკვატური და არასაკმარისი იყო ასევე დასავლეთის პასუხი და რუსეთმა ხელში ჩაიგდო ყირიმი და დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების ნაწილი. ახლა ვხედავთ შეტევას უკრაინაზე. ახლა კითხვა ასეთია, საკმარისს აკეთებს დასავლეთი? თუ კიდევ ერთხელ სურს, რომ არაადეკვატურად გამოჩნდეს ამ ამოცანასთან მიმართებით და არასაკმარისი გააკეთოს? ამას აწყდებიან ჩვენი ლიდერები. მათ უნდა გაიგონ, რომ უფრო მეტი სჭირდება უკრაინას, რომ მიაღწიოს თავის ამოცანებს", - თქვა ფილიპ ბრიდლავმა. [ფორმულას თარგმანი]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი