
ევროპარლამენტარ ანნა ფოტიგას შემდეგ, მალგოჟატა გოშევსკა კიდევ ერთი ევროპელი დეპუტატია, რომელიც დღეს საქართველოს მესამე პრეზიდეტთან არ შეუშვეს. პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი დღეს ვივა მედის კლინიკაში მივიდა, თუმცა ის მიხეილ სააკაშვილთან არ დაუშვეს.
საგანგებო მისიით თბილისში ჩამოსულ მალგოჟატა გოშევსაკას იუსტიციის სამინისტრომ დაპატიმრებული პრეზიდენტის მონახულებაზე უარი უთხრა. პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის ხელისუფლების მზაობა გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი ვარშავაში სამკურნალოდ, თუმცა ივანიშვილის გუნდი კვლავ უარზეა. "ჰუმანიტარული მისიით სააკაშვილის არ გაშვება პოლონეთში არის ბარბაროსობა" - განაცხადა გოშევსკამ.
ავტორი: ზურა პეტროსიანი