"სირო, ჩამოდი და დაგველაპარაკე" | "ლელოს" აქცია სამგორის გამგეობასთან

გამოქვეყნდა:

"ჩვენ გვითხრეს, რომ თურმე სიტყვა სირი არის ჩიტი. ამიტომაც მინდა მივმართო სამგორის გამგებელს: სირო, ჩამოდი და დაგველაპარაკე. ან კაბინეტში დაგვპატიჟე" - ასე მიმართავს ლელოს წევრი ვატო სურგულაძე სამგორის გამგებელს, კახა სამხარაძეს. 

ცნობისთვის, ლელოს წევრებმა სამგორის გამგეობასთან აქცია გამართეს: "უხეში, უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი".

 

მათ ის ბილწსიტყვაობა გააპროტესტეს, რომლითაც კახა სამხარაძემ გუშინდელი აქციის მონაწილეები მოიხსენია, მოგვიანებით კი პოსტი წაშალა.

სამხარაძემაც და "ოცნების" დანარჩენმა წარმომადგენლებმაც, მათ შორის მერმა კალაძემ, პარტიის თავმჯდომარე კობახიძემ და დეპუტატმა დავითულიანმაც სამხარაძის გინება "არასამუშაო საათებით" გაამართლეს, თავად სამხარაძემ კი საკუთარი ლექსიკა სულხან-საბას ლექსიკონით ახსნა - სი*ები სულხან-საბას ლექსიკონში ნიშნავს ჩიტს, მეგობრები ასე ვესაუბრებით ერთმანეთს - ამბობს გამგებელი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი