აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოთა სიაში შეყვანას

გამოქვეყნდა:

ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ რეზოლუცია მიიღო.

გადაწყვეტილება რუსეთს იმავე კატეგორიაში აყენებს, როგორიცაა ირანი, სირია, ჩრდილოეთ კორეა და კუბა.

მანამდე სენატორმა ჯიმ რიშმა, აუდიტორიას, რომელშიც შედიოდა აშშ-ში უკრაინის ელჩი მიმართა და თქვა, რომ რუსეთის ქმედებები მას აქცევს შევიწროებისა და ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ, რადგან ის შეიჭრა უფრო პატარა ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა და სამხედრო შესაძლებლობები უფრო მცირეა.

კანონპროექტის ძალაში შესვლამდე მას მხარი ორივე პალატამ უნდა დაუჭიროს, ამის შემდეგ კი ის ბაიდენის ადმინისტრაციას გადაეგზავნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი