უკრაინის პრეზიდენტიო დიდი შვიდეულის ლიდერებს ონლაინ ფორმატში ჩაერთო და რუსეთის თავდასხმის შესახებ ბოლო ცნობები მიაწოდა.

"ჩვენ აღფრთოვანებული ვართ მისი ლიდერობით და უკრაინელი ხალხის გამძლეობით.

G7-მა აჩვენა შესანიშნავი ერთიანობა.

ჩვენ შევთანხმდით, რომ ვიდგებით უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება." წერს ტვიტერზე ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი.

ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება სთხოვა. "როიტერსის" ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, შეერთებული შტატების, კანადისა და იაპონიის ლიდერებს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებისკენ, ასევე უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტსა და ქვეყნის აღდგენაში მხარდაჭერისკენ მოუწოდა. დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებმა, თავის მხრივ,  პირობა დადეს, რომ უკრაინას რუსეთისგან თავდასაცავად განუსაზღვრელი მასშტაბით დაეხმარებიან და დამატებით 29.5 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი