უკრაინაში აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარე ჯეიმს რიში ჩავიდა. სენატორი პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდა. მოლაპარაკებებზე განიხილეს ფრონტზე არსებული ვითარება, თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება, სანქციების გამკაცრება და ბოლოდროინდელი სარაკეტო დარტყმები. 

"ისინი უსაფრთხოების გამოწვევებია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპის კონტინენტისთვის. ეს ცივილიზებულმა სამყარომ უპასუხოდ არ უნდა დატოვოს. ჩვენ საბოლოოდ უნდა ვაღიაროთ რუსეთი, როგორც ტერორიზმის დამფინანსებელი სახელმწიფო." აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

შეგახსენებთ, დღეს კიევში იმყოფება მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუც, რომელმაც უკვე მოინახულა რუსეთის აგრესიის შედეგად განადგურებული კიევის ოლქის ქალაქები. სანდუ მოგვიანებით თავის უკრაინელ კოლეგასაც შეხვდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი