უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა, რუს დიქტატორ ვლადიმერ პუტინს ინდონეზიაში G20-ის სამიტის ფარგლებში შეხვდეს - ამის შესახებ რუსული TASS პუტინის თანაშემწე იური უშაკოვზე დაყრდნობით იტყობინება.
სამიტი კუნძულ ბალიზე 15-16 ნოემბერს გაიმართება. მანამდე სამიტში მონაწილეობა დაადასტურა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, მოგვიანებით კი პუტინმა მიიღო მოწვევა.
„დიახ, ჩვენ დავადასტურეთ, რომ მოსალოდნელია ჩვენი მონაწილეობა. არ ვიცი, ჯერ ამბობენ, რომ ჩატარდება პირისპირ ფორმატში, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი დრო რჩება, იმედი მაქვს, რომ პანდემია საშუალებას მოგცემთ ჩავატაროთ ეს მნიშვნელოვანი ფორუმი პირისპირ ფორმატში“, - თქვა პუტინის თანაშემწემ.
მანამდე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა პირადად შეხვდეს და ისაუბროს კრემლის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან: დიალოგის პირობებით და არა ულტიმატუმებით.