სოლიდარობა უკრაინას, თავისუფლება და დამოუკიდებლობა ყოველთვის გაიმარჯვებს - ზურაბიშვილი კრემენჩუკზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში, ქალაქ კრემენჩუკში ხალხმრავალ სავაჭრო-გასართობ ცენტრზე სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა. ზურაბიშვილი უკრაინელ მეგობრებს სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა ყოველთვის გაიმარჯვებს.

"მინდა, მივმართო ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და დღეს მომხდარი კიდევ ერთი, უსასტიკესი ფაქტის გამო, ჩვენი სრული სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოვუცხადო მათ და ვთქვა, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა ყოველთვის გაიმარჯვებს!" - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი. 

ცნობისთვის, რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანეს სავაჭრო-გასართობ ცენტრზე ქალაქ კრემენჩუკში. ბოლო ცნობებით, დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, დაშავებულია 59 ადამიანი, მათი ნაწილი საავადმყოფოში გაიდაყვანეს. ადგილზე სამაშველო სამუშაოები ისევ გრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი