საფრანგეთი უკრაინას 6 ჰაუბიცას და ჯავშანტექნიკას გადასცემს - მაკრონი

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინას სამხედრო დახმარებას, მათ შორის კიდევ 6 ჰაუბიცას და ჯავშანტექნიკას მიაწვდის. 

"საფრანგეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის აღჭურვილობას, რომელიც უკრაინას სჭირდება თავის დასაცავად, მათ შორის კიდევ 6 "კეისრის" ჰაუბიცას და ჯავშანტექნიკის მნიშვნელოვანი რაოდენობა. საფრანგეთი, მოკავშირეები და ევროპელი პარტნიორები არიან და იქნებიან იქ", - წერს მაკრონი.

მაკრონმა მადრიდში, ნატო-ს სამიტზე თქვა, რომ რუსეთმა ამ ომში არ უნდა გაიმარჯვოს და რომ უკრაინის მხარდაჭერა აუცილებელია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი