დანაშაული, რასაც გვედავებოდნენ, არავის ჩაუდენია, არც შეეძლო არავის, ჩაედინა - ბათუმის ყოფილი მერი

გამოქვეყნდა:

ბათუმის ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი გუშინ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. პროკურატურა მას მილიონ 370 ათას ლარზე მეტის გაფლანგვას და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა.

ყოფილი მაღალჩინოსანი საქალაქო სასამართლომ ციხეში 7 წლით გაუშვა, თუმცა გუშინ გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ შეცვალა და ერმაკოვის ბრალეულობა მხოლოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დაადგინა.

"დანაშაული, რასაც ჩვენ გვედავებოდნენ, არავის არ ჩაუდენია, არც შეეძლო არავის, ჩაედინა. მე კეთილსინდისიერად, ნამუსიანად, შემიძლია თქვენც ჩაგხედოთ თვალებში, ყველა იმ ბათუმელს, ვინც ღირსია, რომ ატაროს ეს სახელი და ვისაც მე დიდ პატვს ვცემ თანადგომისთვის, ერთგულებისთვის, იმ ნდობისთვის რაც გამომიცხადა", - ამბობს ერმაკოვი. 

ადვოკატის განცხადებით, უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ გადაწყვეტილებას და ერმაკოვის სრულ გამართლებას მოითხოვენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი